ავტოსაგზაო შემთხვევა გეგუთში - მსუბუქმა ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
მანქანაში 3 ადამიანი იჯდა. მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინრომაციით, მას მძიმე დაზიანებები არ მიუღია. თვითმხილველების ცნობით, კონტაქტურია ორი მგზავრიც.
ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
შემთხვევა დღეს, დღის მეორე ნახევარში მოხდა.