ივანიშვილის ინტერესები "ჯორჯიან მანგანეზში" - დროებითი მმართველი კომპანიაში კიდევ 3 წლით დარჩება

გამოქვეყნდა:

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ 3 წლით ისევ დროებითი მმართველი რჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესები მადნის მომპოვებელ კომპანიაში ისევ დაცული იქნება.

გადაწყვეტილება კომპანიაში დროებითი მმართველი 2023 წლის 9 მაისამდე დარჩენილიყო, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. შესაბამისად, კომპანიაში ფორმალურად მართვას ნიკოლოზ ჩიქოვანი, არაფორმალურად კი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ბიზნესმენი გია კაპანაძე, იგივე "რიჟა" გააგრძელებენ.

ცხადია თავიდანვე იყო ეჭვი რომ ამ ფორმით, დროებითი მმართველის შეყვანით შევიდა ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა. უფრო კონკრეტულად კი მისი საყვარელი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და ალბათ ასევე საყვარელი ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე" ამბობს ყოფილი დეპუტატი და ჟურნალისტი, ანი მიროტაძე

უფლებამოსილების გახანგრძლივების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს "ჯორჯიან მანგანეზის“დროებითმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა თავად მიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი