"აფხაზეთი საქართველოა" | აქცია ენგურის ხიდთან 

გამოქვეყნდა:

"აფხაზეთი საქართველოა" - ამ წარწერით აქცია ენგურის ხიდთან გაიმართა. აქციაზე შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ოკუპაცია. აქციის მონაწილეები საქართველოსა და უკრაინის დროშებით, ადმინისტრაციულ ხაზთან იყვნენ მისული.

მათ შორის იყვნენ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა და საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც რუსეთის პოლიტიკას, ოკუპაციას და უკრაინაში ომს აპროტესტებენ. 

"ჩვენი გზავნილი არის ენგურს იქეთ, რომ ადრე თუ გვიან, რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს სახლებში, მშვიდობიანად,არანაირი ომით და ესკალაციით და დღევანდელი აქცია უფრო ხსოვნისადმი მიძღვნილი არის, როგორც იცით 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა" - ამბობს აქციის მონაწილე

მათივე თქმით, აქციის მიზანი იმ დეზინფორმაციის დანგრევაა, რომლითაც აფხაზურ საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება, რომ სამყაროში მიმდინარე მოვლენები ობიექტურად აღიქვან.  

"​ჩვენ ახლა ვართ ენგურის ხიდთან, აფხაზეთთან ახლოს და ვატარებთ აქციას, რომლის მოთხოვნაა ჩვენი ერის მშვიდობიანი გაერთიანება. აქ არის ასევე ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაცია "ამბრა", რომელიც ასევე მუშაობს ამ კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე. ჩვენ გვინდა დავანგრიოთ დეზინფორმაცია, რომლითაც აფხაზურ საზოგადოებას ტვინს ურეცხავენ და არ აძლევენ საშუალებას, რომ სამყაროში მიმდინარე მოვლენები ობიექტურად აღიქვან" - ამბობს დაურ ბუავა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი