ზოგიერთი ვაი პოლიტიკოსი უცხოელი პარტნიორების შიდა დაპირისპირებებში ჩართვას ცდილობს - გახარია აშშ-ს კონგრესის გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

ზოგიერთი ჩვენი ვაი პოლიტიკოსის გამო ხდება მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩათრეული შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში - ასე აფასებს პრემიერ  მინისტრი აშშ-ს კონგრესის იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოსთვის ფინანსური დახმარების 15%-ის გაყინვას მხარი დაუჭირა.

გიორგი გახარია სტრატეგიული პარტნიორის ქმედებაში პოლიტიკური ოპონენტების ხელს ხედავს და ამბობს, რომ ქვეყანაში ახლა წინასაარჩევნო პერიოდია და არის მცდელობა, ქვეყნის შიგნითა არსებული დაძაბულობა, ქვეყნის გარეთაც გავიდეს:

როგორც ჩანს, ჩვენი შიდა დაძაბულობა პოლიტიკური, გარეთაც გადის. ასეთი ბევრი შემთხვევა იყო. ზუსტად ასეთი საუბრები მახსოვს როდესაც საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ამ ცვლილებების მიღების შემდგომ ჩვენი საერაშორიუსო პარტნიორების შეფასებები იყო შესანიშნავი, მათ ძაან კარგად დაინახეს, რომ ქართული დემოკრატია პროგრესირებს" ამბობს გახარია.

​პრემიერი ამავე დროს, აღიარებს, რომ სანქციების დაწესების ინიციატივა სასიამოვნო არ არის, თუმცა მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ამ ინიციატივაზე "ერთი ამბავი ატეხოს" გახარია ამბობს, სტრატეგიული პარტნიორის შეფასებებს მოისმენენ და დემოკრატიზაცია ქვეყანაში ზუსტად ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე. მისივე თქმით, ქვეყანა დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს.

ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის, რა თქმა უნდა ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის...

​დღეს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ის კი არ არის, ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე ერთი ამბავი ავტეხოთ, მაგრამ, ეს უნდა მოვისმინოთ და გავაგრძელოთ დემოკრატიზაციის პროცესი ზუსტად ისე, როგორც ვაკეთებდით აქამდე - ამბობს გახარია.

შეგახსენებთ, რომ  აშშ-ს კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების 15%-ის გაყინვას გულისხმობს. კანონპროექტს 29 მომხრე და 21 მოწინააღმდეგე ყავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი