მედიის თვალსაზრისით საფრთხეს არ წარმოადგენს... ასეთი განუკითხაობა დასასრულებელია - გახარია მარეგულირებლის მოთხოვნაზე

გამოქვეყნდა:

მედიის თვალსაზრისით არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პრემიერის შეფასებით, მედიის დამოუკიდებლობას და კრიტიკულ მედიას საფრთხეს არ უქმნის. გახარიას თქმით, კანონპროექტში პირდაპირ წერია, რომ ცვლილებები მედია არ უკავშირდება

ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, მედიის თვალსაზრისით არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ ეს არ ეხება მედიას. ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ის, რაც ქვეყანაში აქამდე ხდებოდა, ასეთი განუკითხაობა, ეს დასასრულებელია.

ქვეყანაში არსებობს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელზეც გარდა მისი მფლობელებისა, ასევე სახელმწიფოც პასუხისმგებელია. ამიტომ, იქედან გამომდინარე, სანამ ჩვენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვის სრულფასოვანი საკანონმდებლო ჩარჩო გვექნება, ჩვენ რა თქმა უნდა, მსგავს მიმართულებებზე უნდა ვიზრუნოთ“ ამბობს გახარია.

საუბარია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მარეგულირებელს მედიაში მისთვის სასურველი დროებითი მმართველის დანიშვნის უფლებას ანიჭებს.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კანონპროექტის განხილვის შეჩერებას და პარლამენტიდან მის გაწვევას ითხოვენ. ამ მოთხოვნით 11-მა მედიაორგანიზაციამ დღეს ერთობლივი მიმართვაც გაავრცელა.

კანონპროექტს საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში დღეს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი