ივანიშვილს და მის ხელისუფლებას სრულად აქვს დაკარგული ნდობა ვაშინგტონში - სამადაშვილი

გამოქვეყნდა:

ივანიშვილის რეჟიმი მმართველობის უკანასკნელ თვეებში გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს აშშ-სთან ურთიერთობას - "ენმ"-ში კონგრესის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან.

სპეციალური განცხადება კონგრესის გადაწყვეტილებაზე სალომე სამადაშვილმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას სრულად აქვს დაკარგული ყველანაირი ნდობა დღეს ვაშინგტონში. მისივე თქმით, ეს ყველაფერი იმის მაუწყებელია,მ რომ საქართველოში პოლიტიკური ცვლილებების დრო მოვიდა:

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ჩვენ მთელი დღის განმავლობაში გვესმოდა ურცხვი ტყუილები, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისგან და უმრავლესობის წარმომადგენლებისგან იმის თაობაზე, რომ რეალურად ბუნებაშიც არ არსებობს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ფინანსურ სანქციას ჩვენი ქვეყნისთვის, გუშინ კონგრესის ყველაზე გავლენიანმა კომიტეტმა, საბიუჯეტო კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ფინანსურ სანქციას. ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ რჩება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ მოკავშირედ, რომელმაც გუშინ კიდევ ერთხელ დაამტკიცა სერიოზული დახმარება ქართველი ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის, მაგრამ რამდენადაც ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას სრულად აქვს დაკარგული ყველანაირი ნდობა დღეს ვაშინგტონში“ - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  აშშ-ს კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების 15%-ის გაყინვას გულისხმობს. კანონპროექტს 29 მომხრე და 21 მოწინააღმდეგე ყავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი