უკრაინის ელჩი ზალკალიანის უწყებაში ისევ დაიბარეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი კიდევ ერთხელ დაიბარეს. მიზეზი ისევ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებია. უკრაინელ დიპლომატს საქართველოს საგარეო უწყებაში უთხრეს, რომ უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან, საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული განცხადებები მიუღებელია და კანონმდებლობას არღვევს.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ ურთიერთობასა და მეგობრობას გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო. აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები, რაც ასევე წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს. ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა რომ უკრაინული მხარე სათანადო შეფასებას მისცემს აღნიშნულ ფაქტს და ორივე მხარე მიმართავს ძალისხმევას ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ. უკრაინის ელჩის განცხადებით იგი ოფიციალური თბილისის პოზიციას კიევს გადასცემს." ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

რაც შეეხება თავად დიპლომატს, იგორ დოლგოვი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადება მხოლოდ მის პირად შეხედულებებს ასახავს

დღეს, მოწვეული ვიყავი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. საკითხი ძალიან სერიოზულია,  მე ვაცნობებ ოფიციალურ კიევს ჩვენი საუბრის შესახებ, ჩვენ ერთად უნდა დავძლიოთ ჩვენი ურთიერთობების წინაშე არსებული გამოწვევა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადება მხოლოდ მის პირად შეხედულებებს ასახავს, უკრაინის მთავრობა თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია  უკრაინას ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ - განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, დავით ზალკალიანი მის უკრაინელ კოლეგასაც ესაუბრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი