შეხვედრა ლევან მურუსიძესთან - "კლანის" მამხილებელი ყოფილი მოსამართლე პროკურატურამ გამოკითხა

გამოქვეყნდა:

სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ კლანის მამხილებელი ყოფილი მოსამართლე პროკურატურამ გამოკითხა. ანა ღელეყვას თქმით, გამოძიებას მასთან კითხვები ლევან მურუსიძესთან შეხვედრასთან და კლანში არსებულ მამხილებელ მტკიცებულებებზე ჰქონდათ. ყოფილი მოსამართლის განმარტებით, ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას და რამდენად ობიექტური იქნება ის.

"აინტერესებდათ კონკრეტული დეტალები, თუ სად, როდის და რა ვითარებაში შევხვდი ლევან მურუსიძეს, ესწრებოდა თუ არა ვინმე ჩვენ საუბარს. ასევე, დაინტერესდნენ მქონდა თუ არა ჩანაწერი ამ საუბრის შესახებ, ფაქტი დამედასტურებინა, რაც სასმართლოში პირდაპირ დაადასტურებდა კლანის არსებობას", - ამბობს ყოფილი მოსამართლე. 

მისი განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკურ ნებას ვინ წარმართავს და ვინაა მთავარი ძალა ნათელია და თუ ის გადაწყვეტს, რომ სასამართლო კლანი უნდა დასრულდეს, კლანი დასრულდება. იხილეთ: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი