ფულის გათეთრება და კავშირები პუტინთან - ათონის მთის სასულიერო პირებს სანქციები ემუქრებათ

გამოქვეყნდა:

ევროპული გაერთიანება ვლადიმერ პუტინის მოკავშირე ოლიგარქების შემდეგ, სასულიერო პირების დასანქცირებას იწყებს. სიაში გავლენიანი მღვდელმთავრები არიან, რომლებიც კრემლის დიქტატორის დაფინანსებით და მისი იდეოლოგიით მოქმედებენ. მათ შორის ათონის მთის სამი მონასტრის წინამძღვარია.

დიდი ოდენობით რუსული ფულის გათეთრება არის მთავარი ბრალდება, რის გამოც სასულიერო პირები ევროპის ყურადღების ცენტრში მოექცნენ. 

ინფორმაცია ბერძნულ საიტებზე გავრცელდა. 

სავარაუდოდ საუბარია ვატიპედის, ზოგრაფის და პანტელეიმონ მკურნალის მონასტრებზე. 

ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი, რამდენიმე დღის წინ, თბილისში იმყოფებოდა და საპატრიარქოში გამართა შეხვედრები. ის ასევე შეხვდა პრემიერ ღარიბაშვილსაც.

აღსანიშნავია, რომ არქიმანდრიტი ეფრემი წლების წინ ფულის გათეთრების ბრალდებით ბერძნულ ციხეში სასჯელსაც იხდიდა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი