სამშობლოში დაბრუნებისა და ტყვეობის 1 წელი - მესამე პრეზიდენტის გზა

გამოქვეყნდა:

"ტყვეობის 365 დღე“  - ასე იწყებს მესამე პრეზიდენტი დღეს გავრცელებულ საგანგებო მიმართვას. მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლიდან და მისი პოლიტიკური პატიმრობიდან 1 წელი გავიდა. სამშობლოში დაბრუნების 1 წელი რთული და ქარტეხილებიანია. მესამე პრეზიდენტი ვივამედის კლინიკაში იმყოფება. თითქმის 2 თვიანი შიმშილობის შემდეგ ჯანმრთელობის ურთულესი მდგომარეობა  აქვს; ამიტომ პოლიტიკური შურისძიებით მოქმედი ოცნების ხელისუფლებაც კი  მის ციხის საკანში დაბრუნებას ვერ ბედავს.  თუმცა ბიძინა ივანიშვილის გუნდი არ ითვალისწინებს არც ევროპარლამენტის მოწოდებას და არ თანხმდება ოფიციალურ ვარშავას არაერთ თხოვნაზე, რომ ის ჰუმანიტარული მიზნით მესამე ქვეყანაში, პოლონეთში სამკურნალოდ გადაიყვანონ. საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე სოციალურ ქსელში დიდი ხანია არაფერს წერს, პალატაში მხოლოდ უკრაინულ ახალ ამბებს უსმენს და განცხადებებსაც უკრაინის ომზე აქვეყნებს. დღეს გავრცელებულ გზავნილშიც კითხვას სვამს - როგორ არის შესაძლებელი,რომ თანამედროვე არმიის შემქმნელი ამ დიდ ბრძოლას თვალს ვადევნებ ციხიდან? თუმცა იმავე განცხადებაში არის ოპტიმისტი და სჯერა გამარჯვების..."ამას ვამბობ,როგორც მთავარსარდალი,რომელმაც პირველად ვიწვნიე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმა და გადავარჩინე მაშინ თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყანა. თავისუფლება,ან სიკვდილი",- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ავტორი: ზურა პეტროსიანი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი