ვეძებთ მოძრაობა "ჯიუტის" წევრს, სავარაუდოდ დაკავებულია, იურისტები ვერ პოულობენ | აქტივისტები

გამოქვეყნდა:

აქტივისტები ავრცელებს ინფორმაციას, რომ ეძებენ გუშინდელი აქციის მონაწილეს, მოძრაობა "ჯიუტის" წევრს - ისაკო დევიძეს. აქტივისტები ვარაუდობენ, რომ ის პოლიციამ დააკავა. 

"ვეძებთ ჩვენს სტუდენტს, მოძრაობა ჯიუტის წევრს ისაკო დევიძეს. იურისტები ვერ პოულობენ. Სსავარაუდოდ დაკავებული ჰყავთ და მალავენ", - წერს ალიკა კუპრავა.

იგივე შინაარსის პოსტს აქვეყნებს ზვიად მჟავანაძეც. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის, გამთენიისასაც რუსთაველის გამზირზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი