არ დაგვავიწყდება საქართველოს თავისუფლებისთვის დაღვრილი არცერთი წვეთი სისხლი | რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია ქართველებმა ბრიუსელშიც გამართეს

გამოქვეყნდა:

"ევროპა გვაერთიანებს, რუსეთი გვყოფს, არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას" - რუსული კანონი ქართველებმა ბრიუსელშიც გააპროტესტეს.

"რუსთაველზე შეკრებილ ხალხს ვეტყვი, რომ მაგრები არიან ძალიან, თქვენ გვერდით ვართ ემიგრანტები, თუ საჭირო იქნება მოვბილიზდებით და საქართველოშიც ჩამოვალთ. არ გეგონოთ, რომ ჩვენ წავედით, კარგად ვართ და ყველაფერი დამთავრდა, ჩვენ, ემიგრანტები ვართ თქვენ გვერდით", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციაზე შეკრებილები იყვნენ სტუდენტები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ, ასევე დედები, რომლებმაც თქვეს, რომ შვილების გვერდით დგანან: 

"არ დაგვავიწყდება არც ერთი წვეთი, საქართველოს თავისუფლებისთვის დაღვრილი სისხლის, არასდროს გახდება საქართველო რუსეთის ოფშორი", -თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 რუსული კანონის წინააღმდეგ ქართველებმა აქციები გამართეს ამერიკაში, ბრიტანეთში, ისრაელში.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი