აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენერალ-ლეიტენატ, ქარიმ ვალიევის ინფორმაციით, 14 ივლისს, დილის საათებში ქალაქ თოვუზის ტერიტორიაზე მიმდინარე ბრძოლებში გენერალ-მაიორ ფოლად ჰაშიმოვი, პოლკოვნიკი ილგარ მირზაევი და 5 სამხედრო დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტვ მეიდანი ავრცელებს.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაპირისპირებას გუშინ, 13 ივლისს 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი ჯარისკაცი კი მძიმედ დაიჭრა.
დაღუპულთა შორის ერთ-ერთი აზერბაიჯანის არმიის გენერალ-ლეიტენანტი მაჰმუდოვ რაშად რაშიდია. ინციდენტი თოუზის რაიონის სოფელ აღდამში მოხდა.
მხარეებმა ცეცხლის გახსნაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მიმართულებით ცეცხლი 120მმ-იანი ნაღმტყორცნების გამოყენებით გახსნეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ კი ბრალდებები უარყო და აზერბაიჯანული მხარე ცეცხლის გახსნაში პირიქით დაადანაშაულა.