დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე - მომხდარს სამი ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე - მომხდარს სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი ჯარისკაცი კი მძიმედ დაიჭრა.

დაღუპულთა შორის ერთ-ერთი აზერბაიჯანის არმიის გენერალ-ლეიტენანტი მაჰმუდოვ რაშად რაშიდია. ინციდენტი თოუზის რაიონის სოფელ აღდამში მოხდა.

მხარეებმა ცეცხლის გახსნაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მიმართულებით ცეცხლი 120მმ-იანი ნაღმტყორცნების გამოყენებით გახსნეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ კი ბრალდებები უარყო და აზერბაიჯანული მხარე ცეცხლის გახსნაში პირიქით დაადანაშაულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი