"სისტემამ თამარ ბაჩალიაშვილის დისკრედიტაცია დაიწყო"- ელისო კილაძე გვარებს ასახელებს

გამოქვეყნდა:

"სისტემამ დაიწყო ჭორების გავრცელება და გარდაცვლილი 23 წლის გოგონას დისკრედიტაცია"- ამბობს ჟურნალისტი ელისო კილაძე და საუბრობს ინფორმაციაზე, რომელიც დღეს მან ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიიღო.

ჟურნალისტი ვარაუდობს რომ დღეს, მის ტელეფონზე შემოსული ზარის მიზანი ხელისუფლებისთვის სასურველი ვერსიის გავრცელებაა, რის გამოც ჟურნალისტი საუბრის შინაარსს არ ასაჯაროებს, თუმცა ასახელებს ზარის ავტორის ვინაობას:

"ზარის ავტორი იყო ვინმე სოფო ბოკუჩავა, იგუგლება კიდეც. საკონტაქტო პირია მნიშვნელოვან შეხვედრის მოწყობაში - ასე დაიგუგლა ერთ ერთ სააგენტოზე. ზარის ავტორს და ტელეფონი ნომერს გადავცემ გამოძიებას" - ამბობს კილაძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში"

ჟურნალისტის თქმით, ხელისუფლება თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ახლა მისთვის სასურველოი ვერსიების ტირაჟირებას ცდილობს, რაც მისი თქმით, კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ 23 წლის პროგრამისტი მოკლეს.

"არანაირ გადაუმოწმებელ ინფორმაციას არ გავაჟღრებ რაც არ უნდა მომაწოდოთ და ამ მიმართულებით შეწყვიტეთ სკანდალების გამოფენა" - ამბობს კილაძე

"ქრონიკა +"-ი მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის საქმის სასურველი მიმართულებით წაყვანაში ხელისუფლება აქტივისტებსა და კოორდინატორებს იყენებს:

"​დღეს ვინმე მოქალაქე ნინო ჭიღიტაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურმე 10 წლის ასაკში თამარ ბაჩალიაშილს ჰქონია სუიციდის მცდელობა. მოქალაქე არის რიმა ბერაძის ბიუროს თანამშრომელი ვოლსკის კლასტერიდან" - ამბობს კილაძე.

გარდა ამისა, კილაძე კიდევ ერთ ვერსიაზე საუბრობს, რომელიც მისი ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში აქტიურად განიხილება,  რომ თითქოს, იგეგმება ერთ ერთი ნარკორეალიზატორის "აღიარებითი ჩვენება" რომელიც იტყვის, რომ მან თამარ ბაჩალიაშვილს, ტელეფონით ნარკოტიკის ლოკაცია ჩაუგდო და გოგონა სწორედ ამ ადგილის მოსაძებნად წავიდა. 

კილაძის ინფორმაციით, ნარკორეალიზატორი ერთ ერთია იმ დაკავებულებიდან, რომელიც შსს-მ ფონიჭალაში, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს დააკავა: 

"დღეს მივიღე ინფორმაცია, წყარო არის მაღალჩინოსანი, იგეგმება ერთ ერთი ნარკორეალიზატორის აღიარებითი ჩვენება, რომ მოარგონ იმ ვერსიებს, რაც მედიაში არსებობს, რომ ბაჩალიაშვილს ჩაუგდეს "ვოთსაპზე" ლოკაცია... მან ეს ლოკაცია ჩაუგდო ბაჩალიაშვილს იმ მიზნით, რომ ის მიდიოდა ნარკოტიკების შესაძენად " - ამბობს ელისო კილაძე.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილზე გავრცელებულ ხმებს, რომ თითქოს მას სუიციდის მცდელობა ჰქონდა ადრე, თინეიჯორიბისას, დედამ, თეონა თამაზშვილმა უპასუხა და თქვა, რომ ამას პოლიცია ავრცელებს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი