ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის წინასწარი მიცემა დაიწყო

გამოქვეყნდა:

ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის წინასწარი მიცემის პროცედურები დაიწყო. მოქალაქეებს საარჩევნო უბნებში ხმის მიცემა 4-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ. საბოლოო შედეგები კი 9 აგვისტოს გახდება ცნობილი. ქვეყნის მასშტაბით სულ 5 500 საარჩევნო უბანია გახსნილი.

ოპოზიცია არჩევნებში ხმების წინასწარ მიცემის პროცედურას აპროტესტებს და ხელისუფლებას შედეგების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს. 

ბელორუსში პრეზიდენტობის ერთერთი კანდიდატი ბლოგერი, სერგეი ტიხანოვსკი, მილიციელებთან ძალადობრივი ქმედების საფუძველზე დააკავეს. ამის შემდეგ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება ტიხანოვსკის მეუღლემ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გადაწყვიტა. რამდენიმე დღის წინ კი ბელორუსში ტიხანოვსკაიას საარჩევნო შტაბთან აფილირებული პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი დააკავეს. იგი ლუკაშენკოს მიმართ მკვეთრი კრიტიკით იყო ცნობილი. შკლიაროვი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გრიგოლ ვაშაძის შტაბში მუშაობდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი