გორი, სამხედრო ჰოსპიტალის ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამედიცინო პერსონალს კოვიდ ინფექცია ზღვიდან დაბრუნების შემდეგ დაუდასტურდა.
როგორც ცნობილია ახალი ინფიცირებული ექიმ ჰემატოლოგის კონტაქტს არ უკავშირდება, რომელიც ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობს.
9 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ კოვიდ 19 დაუდასტურდა კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მცხოვრებ ახალგაზრდას, რომელიც ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მუშაობს.