კორონავირუსი კახეთში-ინფიცირებულია ლარსის სასაზღვროს თანამშრომელი

გამოქვეყნდა:

კახეთში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია დაუდასტურდა პირს, რომელიც ლარსის სასაზღვრო- გამშვებ პუნქტზე მუშაობს. ინფიცირებული სოფელ ვეჯინიდანაა.

ინფორმაციას ადასტურებენ გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

ამ დროისათვის თვითიზოლაციაშია ინფიცირებულის ოჯახი და ყველა ის პირი, ვისაც მასთან ჰქონდა კონტაქტი. როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ამ დროისათვის საეჭვო სიმპტომები არავის აქვს.

ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

9 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი