"ეს ყველაფერი მიზანმიმართულია, არავინ არაფერი ვიცით" | ლაზარეს გადადებული პროცესი და შვებულებაში გასული მოსამართლე

გამოქვეყნდა:

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე 26 თებერვალს ჩანიშნული პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო. მიზეზი მოსამართლის შვებულებაა. ზვიად შარაძის მდივანმა ამის შესახებ ადვოკატებს დღეს სამუშაო საათების დასრულების შემდეგ შეატყობინა. სხდომაზე, რომელიც არავინ იცის როდის ჩატარდება, მხარეებმა დასკვნითი სიტყვები უნდა თქვან, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავა. გრიგორიადისის ოჯახი და ადვოკატები დროის ხელოვნურად გაჭიანურებაზე საუბრობენ.

"ეს ყველაფერი მიზანმიმართულია. ისევ გრძელდება გაჭიანურება იმისთვის, რომ ალბათ გაგვაწვალონ და ბოლომდე დაგვაწყვიტონ ნერვები. არაფერი სანდო არ დაუმსახურებია ამ კაცს, იმიტომ, რომ მეთერთმეტე თვეა იწელება. საერთოდ არავინ არაფერი არ ვიცით რა და როგორ იქნება, წარმოდგენა არ გვაქვს რა იქნება." - ამბობს ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი