ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესი გადაიდო, მოსამართლე შვებულებაში გავიდა | ხასაია

გამოქვეყნდა:

მოსამართლის შვებულებაში გასვლის მიზეზით, ლაზარე გრიგორიადისის ხვალინდელი სასამართლო პროცესი გადაიდო - ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, გელა ხასაია ავრცელებს:

"26-ში ლაზარეს დასკვნითი პროცესი იყო ჩანიშნული.
დღეს ოჯახი იგებს, რომ მოსამართლე შვებულებაში გავიდა და პროცესი გადაიდო.
 როდის ჩატარდება არ იციან.
 ყველანაირად წელავენ პროცესს და ტანჯავენ ამ ბიჭს და მის ოჯახს." წერს ხასაია 

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის მარტის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ახალგაზრდას 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გრიგორიადისმა 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მისამართით, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ლაზარეს ადვოკატები და ოჯახი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს. 

ამავე დროს, ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ ბრალდებულად ცნო სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლემ მას გასული წლის 25 სექტემბერს 1,6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი