მსვლელობა თბილისის ქუჩებში | აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან

გამოქვეყნდა:

არა რუსულ კანონს! - ახალგაზრდები საპროტესტო მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიდიან. ისინი სკანდირებენ: "საქართველო", "არა რუსულ კანონს", "სად მივდივართ? - ევროპაში". მანამდე კი მათ პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 აპრილს, შსს-მ განაცხადა, რომ ახალგაზრდების აქციებზე მონაწილეთა რიცხვი შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ დგას. რის გამოც, გომელაურის უწყებამ ორგანიზატორები და აქციის მონაწილეები გააფრთხილა, დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს, თორემ სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ფოტო: მარიამ ცაბაურაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი