Reuters: აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები საიდუმლოდ გადასცა

გამოქვეყნდა:

აშშ-მა ბოლო კვირებში უკრაინას ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედი მაღალი სიზუსტის რაკეტები საიდუმლოდ გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ოფიციალურ ამერიკელ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, რაკეტები უკრაინისთვის 300 მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტში შედიოდა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 12 მარტს დაამტკიცა. მისი ცნობით, რაკეტები პირველად 17 აპრილს გამოიყენეს, ყირიმში რუსული აეროდრომის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინის ფრონტის ხაზებიდან დაახლოებით 165 კმ-ში (103 მილი) იყო.

ოფიციალური წყაროს თქმით, პენტაგონი თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა რაკეტების განლაგებას, იმის შიშით, რომ ამერიკული მარაგიდან რაკეტების უკრაინისთვის გადაცემა დააზარალებდა აშშ-ის სამხედრო მზადყოფნას. ასევე არსებობდა შეშფოთება, რომ უკრაინა გამოიყენებდა მათ რუსეთის სიღრმეში სამიზნეებზე თავდასხმისთვის.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებთან რაკეტების გაგზავნა დაადასტურა და განაცხადა, რომ უკრაინა ვალდებულია გამოიყენოს იარაღი მხოლოდ უკრაინის შიგნით და არა რუსეთში.

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი