უვიზო რეჟიმი საფრთხეშია | რას ამბობს "ოცნების" პროპაგანდა და როგორია რეალურად პროცედურა?

გამოქვეყნდა:

საქართველოს ერთ -ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი ვიზალიბერალიზაცია დიდი საფრთხის ქვეშ დადგა. ევროპარლამენტმა თავისი რეკომენდაცია უკვე ასახა საგანგებო რეზოლუციაში და ევროკომისიას მოუწოდა გადახედოს საქართველო მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხს. 

ქართული ოცნების მხრიდან კი ევროპელი დეპუტატების ხისტ  გადაწყვეტილებას მორიგი შეტევა და შეურაცხმყოფელი თავდასხმა მოჰყვა. 

დღეს ოცნების პროპაგანდა პრემიერ მინისტრმა განაგრძო და იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხი არ დადგება და ევროპარლამენტის მოთხოვნა განუხორციელებელია. რეალურად კი იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება არ შეწყვეტს დესტრუქციულ ქმედებებს, ევროინტეგრაციის საბოტაჟს და არ გაიწვევს რუსულ კანონს, საქართველომ შესაძლოა ამ დრომდე მიღწეული ყველა წარმატება დაკარგოს, მათ შორის ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობა.

ოცნების პროპაგანდა ამტკიცებს, რომ ამ პროცედურას ევროკავშირი  ვერ დაიწყებს, რადგან 27 წევრი ქვეყნის კონსენსუსი სჭირდება.

გიგა გიგიაძე, რომელიც ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკების ბოლო ეტაპზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და 2014 -2016 წლებში მთავარი მომლაპარაკებლის სტატუსი ჰქონდა,  განმარტავს რომ ოცნების წევრები საზოგადოებას ატყუებენ და შეცდომაში შეჰყავთ, რადგან უვიზო მიმოსვლის საკითხის გადახედვის დაწყებისთვის ევროკავშირის 15 წევრის თანხმობაც საკმარისია. 

რაც შეეხება კრიტერიუმებს რაც უვიზო მიმოსვლის შეჩერების ფორმალური მიზეზი ხდება. ის ევროპაში  მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის პრობლემების შექმნას და ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირში ჩადენილი დანაშაულების ზრდა მოიცავს. რონდელის ცენტრის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში საქართველოს ამ მიმართულებით დარღვევები აქვს, თუმცა სტრატეგიული პარტნიორების კეთილი ნების გამო, უვიზო მიმოსვლის გადახედვის საკითხი დღის წესრიგში ამ დრომდე არ დამდგარა. მაგრამ თუ ივანიშვილის ოცნება რუსულ კანონს მიიღებს, მაშინ ევროკავშირისგან  საპასუხო ნაბიჯიც იქნება. 

უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი ევროკავშირმა რამდენჯერმე უკვე აამოქმედა. ევროპის 27 ქვეყანაში უვიზოდ ვეღარ ჩადიან ალბანეთისა და ვანუატუს მოქალაქეები. ამავე რეგულაციებით გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეუჩერეს რუსეთს და ბელარუსს.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი