"საკვირველი და იმედგამაცრუებელია" | სენატორების წერილის პასუხად, პაპუაშვილი აშშ-ისგან დაფინანსების გასაჯაროებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სენატორების წერილს ეხმაურება და საპასუხოდ, აშშ-ისგან დაფინანსების გასაჯაროებას ითხოვს.

რუსულ კანონთან დაკავშირებით კი ის კვლავ პროპაგანდისტულ განცხადებებს აკეთებს და ამტკიცებს, რომ ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული გაუმჭვირვალეა. 

"ცოტა საკვირველი და იმედგამაცრუებელია, რა თქმა უნდა, ასეთი პოზიციები. გასაკვირია იმის გამო, რომ ქვეყანა, რომელშიც უფრო მკაცრი კანონები მოქმედებს, ჩვენ მოგვიწოდებს, რომ არ მივიღოთ ასეთი კანონი. და იმედგამაცრუებელია იმიტომ, რომ ის ღირებულებები, რომელზეც არის ხოლმე საუბარი და რომელზეც ჩვენ გვესაუბრებიან, თავად ამ ღირებულებებს, არ არის სრულად ამ ღირებულებების ფარგლებში...ამდენი მოწოდების ნაცვლად, უფრო მარტივი იქნებოდა თუნდაც კონგრესისთვის თუ სენატისთვის, რომ იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი არ ასაჯაროებს, თუ რა პროექტებს აფინანსებს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მქონდა მათთან კომუნიკაცია ერთი წლის განმავლობაში. დამპირდნენ, რომ იქნებოდა გასაჯაროებული რამდენჯერმე. არცერთხელ ეს სიტყვა არ შესრულდა. დღემდე არის დაფარული რაში იხარჯება ფული. შემთხვევით შემდეგ ვიგებთ ხოლმე, რომ აშშ-ის ბიუჯეტის, ამერიკელი მოქალაქეების ფული შემოვლითი გზით იხარჯება პარტიების დაფინანსებაში, იხარჯება რადიკალური ჯგუფების დაფინანსებაში, იხარჯება დეზინფორმაციული ჯგუფების დაფინანსებაში, რაც არ არის კარგი ქართული საზოგადოებისთვის და, საბოლოო ჯამში, ჩრდილს აყენებს თავად ამერიკულ დახმარებას საქართველოში," - აცხადებს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების სენატის ორპარტიული ჯგუფი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსულ კანონთან დაკავშირებით და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი