მიმართვა კობახიძეს | 14 სენატორის წერილი ოფიციალურად გამოქვეყნდა

გამოქვეყნდა:

პრემიერ კობახიძისთვის მიწერილი 14 სენატორის წერილი ოფიციალურად გამოქვეყნდა.

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიული ჯგუფი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსულ კანონთან დაკავშირებით და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

ასეთი კანონი, მიღების შემთხვევაში, სერიოზულად შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და ძირს გამოუთხრის შეერთებული შტატების მრავალწლიან ურთიერთობას საქართველოსთან, რომელიც ეფუძნება საერთო დემოკრატიულ პრინციპებს, რომლებიც ასევე წარმართავს საქართველოს გზას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

ეს კანონმდებლობა მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების, ქართული დემოკრატიის სასიცოცხლო სისხლძარღვის წინააღმდეგ და როგორც ჩანს, მიმართულია შეერთებული შტატებისა და ევროპის დახმარებისკენ, რომლებმაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია მოახდინეს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად, 1991 წელს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის შემდეგ. კანონმდებლობა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილებს, იმის გათვალისწინებით, რომ ქართველების 79% მუდმივად უჭერს მხარს ევროკავშირში  გაწევრიანებას...

ჩვენ, როგორც კონგრესის წევრები, რომელთაც ღრმა პატივისცემა გვაქვს ქართველი ხალხის მიმართ და ყოველთვის ვიყავით მძლავრი ორპარტიული და თქვენს ქვეყანასთან ორმხრივი კავშირების უპირველესი მხარდამჭერები, ძალიან იმედგაცრუებული დავრჩებით, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ, რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. თუ ეს კანონპროექტი მიღებული იქნება, ჩვენ იძულებული გავხდებით, წავახალისოთ შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეფერხებაზე ან მისი ევროატლანტიკური განვითარების ტრაექტორიის შეზღუდვაზე, შეერთებული შტატების პირდაპირი ფინანსური დახმარების გადახედვა და შეერთებულ შტატებში სავიზო აკრძალვების გაფართოება“. ნათქვამია წერილში, რომლის შესახებაც ინფორმაცია პირველად "ამერიკის ხმამ" გაავრცელა.

ხელმომწერები:

  1. ჯინ შაჰინი;
  2. ჯიმ რიში 
  3. ბენ კარდინი;
  4. ლინდსი გრეჰემი;
  5. კრის კუნსი
  6. პიტ რიკეტსი
  7. დიკ დურბინი
  8. რიჩარდ ბლუმენტალი
  9. ტომ ტილისი
  10. ტიმ კეინი
  11. დენ სალივანი
  12. შელდონ უაიტჰაუსი
  13. მარტინ ჰაინრიხი
  14. როჯერ ვიკერი
მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი