ოხანაშვილის თქმით, პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ ჩატარდება

გამოქვეყნდა:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ ჩატარდება. სავარაუდოდ, სწორედ ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ რუსულ კანონს მეორე მოსმენით, რომელზეც ამ წუთებში კომიტეტზე მსჯელობენ. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია მის გადადებას ითხოვდა, თუმცა ოხანაშვილმა მათ პროცედურული კითხვების დასმის საშუალებაც კი არ მისცა და პირდაპირ მუხლობრივი განხილვა დაიწყო. 

"დეზინფორმაციას ნუ ავრცელებთ. სესია არის ხვალ და ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას, ვითომ, დღეს არის სესიის ჩატარება დაგეგმილი," - თქვა ოხანაშვილმა.

 

🔴 არა რუსულ კანონს! | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი