მოძალადე სპეცრაზმელები იდენტიფიცირებულები არიან | წყაროს ცნობით, შავნაბადას ბაზაზე შიდა დაპირისპირებაა

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების მტკიცების მიუხედავად, რომ პოლიცია გუშინ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს არ გასცდენია კანონის ჩარჩოებს, კადრები საპირისპიროს ამტკიცებს. 

უკვე იდენტიფიცირებულები არიან ის სპეცრაზმელები, ვინც განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს -  დიმა მჭედლიძე, სოსო გვარამაძე და სოსო გელაშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან.

ასევე, არსებული ინფორმაციით, მშვიდობიანი მოქალაქეების დასარბევად, გდდ-ის ხელმძღვანელმა ზვიად ხარაზიშვილმა იგივე "ხარებამ" მისივე კერძო კომპანიის, "სარანგის" თანამშრომლები გამოიყვანა. 

"მთავარს" კი წყარო აწვდის  ინფორმაციას, რომ შავნაბადას ბაზაზე გდდ-ის თანამშრომლებს შორის დაპირისპირებაა, რაც მოძალადე სპეცრაზმელების იდენტიფიცირებასა და მათი ფოტოების გავრცელებას მოჰყვა.

იხილეთ:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი