პარლამენტთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე, აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. ამის ზუსტი მიზეზი უცნობია. დაკავებულების რაოდენობას არ აკონკრეტებენ საპატრულო პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე. 

ვაჟა სირაძე ერთ-ერთი დაკავებულის შესახებ ამბობს, რომ ორი პირი პოლიციასთან "ნასვამ მდგომარეობაში" მყოფი მივიდა, "არაერთი მოწოდების მიუხედავად", მათ არ შეწყვიტეს პოლიციის შეურაცხყოფა და სწორედ ამის გამო მიიღეს დაკავების გადაწყვეტილება. თუმცა, სირაძე არ აკონკრეტებს ორივე მათგანი დააკავეს თუ მხოლოდ ერთი.

ერთ-ერთი თვითმხილველი კი ამბობს, რომ არაფერი მომხდარა, "უბრალოდ დაიჭირეს ადამიანი და შეათრიეს, შეურაცხყოფას არავის კონკრეტულს არ აყენებდა".

ამ დროისთვის რუსთაველზე ვითარება ოდნავ ჩაწყნარდა - თუმცა, პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას სთხოვს. 

ვითარება რუსთაველზე შეგიძლიათ იხილოთ აქ 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი