"რუსული სახელმწიფო მანქანისა და პროპაგანდის სასოწარკვეთის მტკიცებულება" | უკრაინის პასუხი ზელენსკის ძებნილად გამოცხადებაზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის შსს-ს მიერ, უკრაინის პრეზიდენტის ძებნილთა სიაში შეყვანას, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება და მას „რუსული სახელმწიფო მანქანისა და პროპაგანდის სასოწარკვეთის მტკიცებულებას" უწოდებს, "რომლებმაც არ იციან რა მოიგონონ ყურადღების მისაქცევად".

"ვისარგებლებთ შემთხვევით და შეგახსენებთ, რომ რუსეთის უსარგებლო განცხადებებისგან განსხვავებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი ომის დანაშაულების ჩადენისთვის, სავსებით რეალურია და ექვემდებარება აღსრულებას მსოფლიოს 123 ქვეყანაში." ნათქვამია უკრაინის საგარეოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი წინამორბედი - პეტრო პოროშენკო რუსეთის შსს-მ დღეს ძებნილთა სიაში შეიყვანა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი