რუსეთის შსს-მ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის პრეზიდენტზე ძებნა გამოაცხადა.

როგორც დეპარტამენტის მონაცემთა ბაზიდან ირკვევა, ვოლოდიმირ ზელენსკი სისხლის სამართლის მუხლით იძებნება, თუმცა რომლით, დაკონკრეტებული არ არის.

ძებნილთა სიას დაემატა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც.

რუსეთის ხელისუფლებას ძებნილთა სიაში არაერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი ჰყავს, მათ შორისაა, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი, რომელიც სიაში 2023 წლის დეკემბერში შეიყვანეს

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი