"სირცხვილია, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი რაღაც დეზინფორმაციის საფუძველზე მოქმედებს" | ო'ბრაიენი ივანიშვილზე

გამოქვეყნდა:

"სირცხვილია, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი რაღაც დეზინფორმაციის საფუძველზე მოქმედებს", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას განაცხადა.

"ვნახეთ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის გამოსვლა. ცოტა გამიკვირდა, რამდენად ცუდად იყო ის ინფორმირებული. მის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები დაწესებული არ არის. როგორც ჩანს, ის ფიქრობს, რომ სანქციების ქვეშაა და ვიმედოვნებ, ინფორმაციის სხვა წყაროს იპოვის, დაელაპარაკება ადამიანებს, რომლებსაც ესმით დასავლეთი და წარსულში მას სიმართლეს ეუბნებოდა. ჩვენ ძალიან გვსურს, ვიხილოთ ასეთი საუბარი, რადგან სირცხვილია, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი რაღაც დეზინფორმაციის საფუძველზე მოქმედებს," - განაცხადა ო'ბრაიენმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი