"თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება" | ო'ბრაიენი

გამოქვეყნდა:

"თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენი "ამერიკის ხმასთან" საუბრობს. 

"საქართველომ გასულ შემოდგომას განაცხადა, რომ მას სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ჩვენ ძალიან გაგვიხარდა, როდესაც ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატად გამოცხადების შესახებ, რასაც დიდი შრომა დასჭირდა ხელისუფლების მხრიდან.

რა არის სასწორზე? ეს შეუძლებელი იქნება, თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ სურს რუსეთზე დაფუძნებული კანონების მიღება. თუ ეს ასე მოხდა, ჩვენთვის [ვითარება] ნათელი იქნება. და თუ მთავრობა იტყვის, - არ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, სხვა რამ გვსურს, მაშინ ჩვენ გვექნება ძალიან განსხვავებული საუბარი იმაზე, თუ რას გავაკეთებთ. რისი იმედიც გვაქვს და რაც გვინდა დავინახოთ, არის ის, რაც გუშინ ბატონ კოპმანთან ითქვა, რომ დაიწყებენ ჩვენთან საუბარს იმაზე, თუ როგორ მოიყვანონ ეს კანონი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში", - აცხადებს ო'ბრაიენი.

 
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი