ანტირუსული აქციების მონაწილე წერს, რომ ღამით სახლთან უცნობი პირები მანქანით ელოდებოდნენ

გამოქვეყნდა:

ანტირუსული აქციების ერთ-ერთი მონაწილე, აქტივისტი სანდრო ქინქლაძე წერს, რომ გუშინ ღამით, სახლთან უცნობი პირები ელოდებოდნენ. ის სოციალურ ქსელში მანქანის ფოტოს და ნომრებსაც ავრცელებს.

"Dd-797-yu მელოდეთ დილამდე მერე წყალს და პედიგრს ჩამოგიტანთ ვიდეოს გადაღება ვერ მოვასწარი მანქანიდან რომ გაოგნებული კივის ეს *ლე როგორ ავიდა სახლშიო. როგორ და ფრენა ვისწავლე *ლეებო", - წერს ქინქლაძე. 

ცნობისთვის, "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ღამით გაავრცელა ვიდეო, რომ სახლთან ნიღბიანი პირები დახვდნენ. 

შეგახსენებთ, რომ უკვე ორი დღეა სახლებთან ანტირუსული აქციების მონაწილეებს ხვდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი