"ტიტუშკები" სახლთან ზურაბ გირჩი ჯაფარიძესაც დახვდნენ

გამოქვეყნდა:

"ტიტუშკები" სახლთან "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძესაც, დახვდნენ. შემთხვევა წუხელ მოხდა.

"თუ გაინტერესებთ როგორ გამოიყურებიან ნიღაბს ამოფარებული კუანა &₾ეები, ახლა დამხვდნენ სახლთან. ხარისხისთვის ბოდიში, მარცხენათი ვიღებ და ახლოს ვერ მოვიტყუე," - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს, ბორის ჩელე ყურუასაც. მანამდე კი სადარბაზოსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარ გია ჯაფარიძეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი