დღეს დადასტურებული 554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარიდანაა - ენდელაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს 4 ოქტომბერს საქართველოში დადასტურებული 554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარიდანაა.

აჭარიდან გახლავთ 370 პაციენტი, თბილისიდან - 65 პაციენტი, იმერეთიდან - 63, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან - 28, ქვემო ქართლიდან - 11, შიდა ქართლსა და გურიიდან 6-6, მცხეთა-მთიანეთიდან - 4, კახეთიდან კი 1 პაციენტი - ამბობს ენდელაძე.

ამასთან, ენდელაძის თქმით, 43 პაციენტი არის კრიტიკულად მძიმე, მათ შორის 41 მართვით სუნთქვაზეა და 9 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი. 

აქვე, დღეს, 4 ოქტომბერს, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 252 ადამიანი, 2 კი გარდაიცვალა

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 8 118
  • გამოჯანმრთელებულია -  4 244
  • მათ შორის გარდაცვლილია - 50;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 392; 
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1 100;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 35 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 27 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი