ძარცვა ქობულეთში - წაღებულია 55 000 ლარი

გამოქვეყნდა:

მთავარი არხის ინფორმაციით, ქობულეთში, ინკასატორს 55 000 ლარი წაართვეს. ძარცვა დაახლოებით 2 საათის წინ, "საქართველოს ბანკის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მარტო იყო, მან ინკასატორს თავში ჩაარტყა, ფული წაართვა და მანქანით ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ბრალდებული დაკავებული არ არის. გამოძიება კი 178-ე ძარცვის მუხლით დაიწყო

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი