შსს-მ ქობულეთში მომხდარზე გამოძიება ძარცვის მუხლით დაიწყო. როგორც "მთავარს" პრესსამსახურში უთხრეს სისხლის სამართლის საქმე 178-ე მუხლით აღიძრა.
ამჟამად ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
უწყება სხვა დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია რომ ქობულეთში, "საქართველოს ბანკის" ტერიტორიაზე ინკასატორი დააყაჩაღეს.