ალცჰაიმერის საწინააღმდეგო ვაქცინამ უსაფრთხოების ბოლო ტესტები წარმატებით გაიარა

გამოქვეყნდა:

მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული ახალი ნაშრომის მიხედვით, ნეიროდეგენერაციული დაავადება ალცჰაიმერის საწინააღმდეგო ექსპერიმენტულმა უკანასკნელი კლინიკური ცდა ადამიანებში წარმატებით გაიარა. მეორე ფაზის კლინიკურ ცდაში, ბიოტექნოლოგიური კომპანია Axon Neuroscience-ის მიერ შექმნილმა ვაქცინის კანდიდატმა AADvac1-მა პაციენტებში უსაფრთხო ტოლერანტულობა აჩვენა და დაავადების კონკრეტული ნიშნების წინააღმდეგ ძლიერი პასუხი გამოიწვია.

კლინიკურ ცდაში მსუბუქი ალცჰაიმერის მქონე 193 პაციენტი მონაწილეობდა, რომელთაგანაც 117-მა ადამიანმა AADvac1 მიიღო, ხოლო დანარჩენი საკონტროლო ჯგუფს წარმოადგენდა და, ვაქცინის ნაცვლად, პლაცებო მიიღო. 

24 თვის განმავლობაში ჩატარებულ ორმაგად ბრმა, რანდომიზირებულ კვლევაში, მონაწილეებმა პეპტიდებზე დაფუძნებული ვაქცინის 11 დოზა მიიღო. მათ იმუნოგლობულინი G (IgG)-ის ანტისხეულების დიდი დოზა გამოიმუშავეს. 

► მსგავსი: ექსპერიმენტულმა მედიკამენტმა ალცჰაიმერის წინააღმდეგ დამაიმედებელი შედეგები აჩვენა

მკვლევრების მოლოდინით, ეს იმის ნიშანია, რომ AADvac1 ეფექტური იქნება ტვინში მავნე ტაუ ცილის დაგროვების მიმართ, რომელიც დაავადების მთავარ ნიშნად ითვლება. გარდა ამისა, ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ AADvac1-ის წყალობით, NfL ცილის ტვინში მოგროვების პროცესი ნელდება. სწორედ ამიტომ, ვაქცინირებულ პაციენტებში ნეიროდეგენერაცია უფრო ნელა წავა, ვიდრე პლაცებოს ჯგუფის წევრებში.

► ნახეთ: აშშ-მ ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევი მიზეზის სამკურნალო მედიკამენტი დაამტკიცა

ჩემი ცოდნით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტაუ-ტარგეტირებული იმუნოთერაპიის ნეიროდეგენერაციულ პროცესზე გავლენის მყარი მტკიცებულება გვაქვს და ალცჰაიმერის დაავადებული პაციენტებში ძლიერი კლინიკური ეფექტები შეინიშნება. - ამბობს პეტრ ნოვაკი, კვლევის პირველი ავტორი და მთავარი კლინიკური მკვლევარი მეცნიერი Axon Neuroscience-ში.

მართალია, ამ „დაავადების მამოდიფიცირებელი ეფექტის“ ყურება დამაიმედებელია, ექსპერიმენტული თერაპიას ჯერ მაინც არ უჩვენებია, რომ ის ალცჰაიმერის დაავადების მთელი სპექტრის მქონე პაციენტებში კოგნიტური უნარების შემცირებას შესამჩნევად ებრძვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი