პრეპარატი ალცჰაიმერის წინააღმდეგ | აშშ-მ დაავადების გამომწვევი მიზეზის სამკურნალო მედიკამენტი დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ალცჰაიმერის სამკურნალოდ პრეპარატი "ადუკანუბამი" დაამტკიცა. ეს არის პირველი მედიკამენტი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში დაამტკიცეს.

"ადუკანუმაბზე" დაკვირვება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, 7 ივნისს FDA-მ პრეპარატი მკურნალობისთვის საბოლოოდ დაამტკიცა.

პრეპარატი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მისი გამოყენება დაავადებით გამოწვეული შედეგების, არამედ ალცჰაიმერის გამომწვევი მიზეზების სამკურნალოდ იქნება შესაძლებელი. მედიკამენტს შეუძლია პაციენტის ტვინიდან მოაშოროს წებოვანი პროტეინის ნარჩენები, "ამილოიდ ბეტა", სწორედ ეს ნარჩენები ვითარდება დაავადების საწყის ეტაპზე.

პრეპარატი, რომელიც  Biogen Inc.-მა შექმნა, "ადუჰელმის" სახელით გაიყიდება. როგორც  აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია ამბობს, მედიკამენტი ალცჰაიმერის მძიმე შემთხვევებს შეამცირებს.

FDA-ს თქმით, თუ პრეპარატი არაეფექტური იქნება, მის გაყიდვას შეწყვეტენ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი