წერილი საპატრიარქოდან - მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილებმა, სამონასტრო კომპლექსი 4 ნოემბრამდე უნდა დატოვონ​

გამოქვეყნდა:

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე სტეფანეს მიერ განყენებულმა ბერებმა საპატრიარქოდან მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც მათ სამონასტრო კომპლექსები 4 ნოემბრამდე უნდა დატოვონ - ინფორმაციას "თაიმერი" ავრცელებს.

იმ შემთხვევაში კი თუ საპატრიარქოს მოთხოვნა არ შესრულდება, ბერებს სამონასტრო კომპლექსს პოლიციის ძალით დაატოვებინებენ.

წერილს ხელს პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი აწერს.

მეუფე სტეფანემ მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები სრულად 19 სექტემბერს განკვეთა.

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი