პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება "ოცნების" ოფისთან | აქციის მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიდიან 

გამოქვეყნდა:

პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა "ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა გზად ჩაიარეს. ისინი ევროპის მოედნისკენ მშვიდობიანი მსვლელობით მიდიან და ხელისუფლებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 აპრილს, შსს-მ განაცხადა, რომ ახალგაზრდების აქციებზე მონაწილეთა რიცხვი შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ დგას. რის გამოც, გომელაურის უწყებამ ორგანიზატორები და აქციის მონაწილეები გააფრთხილა, დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს, თორემ სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. თუმცა, ამ გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილებმა რუსთაველის გამზირი დღესაც გადაკეტეს. 

ფოტო: ანა ყურაშვილი

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი