არა რუსულ კანონს! | აქციის მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ

გამოქვეყნდა:

არა რუსულ კანონს! - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ. ისინი გზად მეტეხის ხიდზე გაჩერდნენ, სადაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირებს.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ და "ოცნების" ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეების მსვლელობა ამით არ დასრულებულა - დემონსტრანტები, სავარაუდოდ, ისევ  პარლამენტისევ გადაინაცვლებენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი