30-ში ვიწყებთ მეორე მოსმენით კანონის მიღების გაპროტესტებას | პარლამენტთან აქცია დაანონსდა

გამოქვეყნდა:

არა რუსულ კანონს -  ამ სახელწოდებით 30 აპრილს, პარლამენტთან 19:00 საათზე მორიგი აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ რუსული კანონის პროექტის მეორე მოსმენა შესაძლოა 30 აპრილს, 1 მაისს, 2 მაისს ან 3 მაისს გაიმართოს. სავარაუდოდ, ერთ დღეს დაწყებული მეორე მოსმენა კენჭისყრისთვის გადაიწევს მეორე დღეს.

"30 აპრილს, 19:00- საათზე, პარლამენტის წინ კვლავ ვაპროტესტებთ რუსულ კანონს. რუსული კანონი გვაშორებს ევროპას! საქართველოს მოქალაქეების მკაფიოდ გამოხატული ნება, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულყოფილი წევრი, დასაცავია! რუსული კანონის პროექტის მეორე მოსმენა შესაძლოა გაიმართოს 30 აპრილს, 1 მაისს, 2 მაისს ან 3 მაისს. სავარაუდოდ, ერთ დღეს დაწყებული მეორე მოსმენა კენჭისყრისთვის გადაიწევს მეორე დღეს. ამდენად, 30-ში ვიწყებთ მეორე მოსმენით კანონის მიღების გაპროტესტებას . საქართველოს მოქალაქეებო, დავდგეთ ერთად და ხელი შევუშალოთ საქართველოს რუსეთიზაციას. ვანახოთ ხელისუფლებას, რომ ძალა ჩვენშია, ძალა ხალხშია, უნდა მოგვისმინონ! არა რუსულ კანონს!" - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

 შეგახსენებთ, იურიდიულ კომიტეტზე მეორე მოსმენით რუსული კანონი "ოცნებას" ორშაბათს, 29 აპრილს, დილის 9 საათზე გააქვს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი