კიდევ $6 მილიარდი უკრაინას აშშ-სგან | ოსტინმა დახმარების მორიგი პაკეტი გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

შეერთებულმა შტატებმა დღეს 6 მილიარდი დოლარი გამოყო კიევისთვის სამხედრო დახმარების სახით- განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა "რამშტეინის" ფორმატში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრის შემდეგ.

ეს თანხები ვაშინგტონს საშუალებას მისცემს შეიძინოს იარაღი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამერიკული საწარმოებიდან.

„პაკეტი მოიცავს NASAMS-ისა და Patriot სისტემების კრიტიკული ჩარევის შესაძლებლობებს. მეტ დრონებსა და სხვა აღჭურვილობას. დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვებსა და რაკეტებს“, - თქვა ოსტინმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტიც გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც კიევს იარაღი აშშ-ის არმიის მარაგებიდან გადაეცემა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი