აშშ უკრაინას კიდევ 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს | ოსტინი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ["რამშტაინი"] 21-ე შეხვედრის დასაწყისში განაცხადა,  რომ  შეერთებული შტატები უკრაინას კიდევ 1 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს.

"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ შეერთებული შტატები პრეზიდენტის უფლებამოსილებით (PDA) გამოყოფს კიდევ 1 მილიარდ დოლარს, რომელიც მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას HIMARS-ისთვის, 155 მმ-იანი ჭურვებს, საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობასა და ჯავშანტექნიკას" - ამბობს ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, მსოფლიოს 50-მდე ქვეყანამ უკრაინას მიაწოდა 70-ზე მეტი საშუალო და გრძელვადიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა.  დაახლოებით ათასი რაკეტა, 3 000 ერთეული ჯავშანტექნიკა, მათ შორის 800-ზე მეტი ძირითადი საბრძოლო ტანკი.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე მიიღეს ათიათასობით ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა. გარდა ამისა,  წელს უკრაინაში F-16 თვითმფრინავების ესკადრილია ჩავა მფრინავები და ინჟინრები, რომლებიც მომზადებულნი არიან საკონტაქტო ჯგუფის წევრი ქვეყნების მიერ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი