ეს არ არის სწორი გზა...ვურჩევთ საქართველოს მთავრობას, სწრაფად შეაჩერონ ეს კანონპროექტი | ჰაკერი

გამოქვეყნდა:

გერმანელი დეპუტატი თომას ჰაკერი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უარი თქვას რუსულ კანონზე და იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც ქვეყანას მისი მიღების შემთხვევაში შეექმნება.

ჰაკერის კომენტარს  ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი ავრცელებს.

"საქართველოს მოქალაქეები არიან ევროპელები. მათ სურთ იყვნენ ევროპის კავშირის წევრები და უნდა იყვნენ კიდეც. სიტუაციის ამჟამინდელი განვითარება რთულია. მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა მისი დაპირების მიუხედავად, რომ ივლიდა ევროპული გზით, განმეორებით გვთავაზობს "უცხოელი აგენტების" კანონს. მიუხედავად იმისა, რომ კანონის დასახელებაში სიტყვა "გამჭვირვალობა" არის, მისი შინაარსი არ იცვლება. კანონის მიღების შემთხვევაში, სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობა ევროპაში და მის საზღვრებს მიღმა, გართულდება, თავისუფალი მედიის საქმიანობა დაზიანდება. მთავრობის მხრიდან ხისტი ზემოქმედების შედეგად, სამოქალაქო საზოგადოება დაშინდება. ეს არ არის სწორი გზა. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ სწორად იაროს ევროკავშირის მიმართულებით, ამიტომ ვურჩევთ საქართველოს მთავრობას, "ქართულ ოცნებას", რომ სწრაფად შეაჩერონ ეს კანონპროექტი" ამბობს თომას ჰაკერი

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი