საქართველოს ემუქრება ეკონომიკური განადგურება, რუსული კანონის მიზანიც ესაა | ვაშაძე

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის მიზანია, ბოლომდე გააფუჭოს ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე და ევროპარლამენტის რეზოლუციასა და 14 ამერიკელი სენატორის ერთობლივ წერილს ეხმაურება. ვაშაძის თქმით, ერთდროულად მათი ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკური განადგურება ემუქრება:

"ხელთ მაქვს ორი დოკუმენტი, 14 ამერიკელი სენატორის მიერ ხელმოწერილი წერილი სანქციებთან დაკავშირებით და ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელშიც საუბარია ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასა და უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე საქართველოსთან.
ერთდროულად ამ ორი ქმედების ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოს ემუქრება ეკონომიკური განადგურება და ამ საფრთხის წინაშე გვაყენებს ივანიშვილის პარტია! მიზანი რუსული კანონის არის სწორედ ეს, მაგრამ მე მინდა პირველ რიგში, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მივმართო: არ არის ქართველი ხალხის არჩევანი ის, რასაც ახლა აკეთებს ივანიშვილის პარტია და ეს არაერთხელ დადასტურდა მრავალათასიან მიტინგზე და აუცილებლად დადასტურდება ხვალაც 7 საათზე, სადაც ყველა უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე და მომავალშიც." ამბობს ვაშაძე და ქართულ ოცნებას მოუწოდებს, გაითვალისწინოს პარტნიორების პოზიცია.

ცნობისთვის, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ათწლეულების განმავლობაში პირველად, ვაშინგტონი საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების გადახედვას და სავიზო აკრძალვებს არ გამორიცხავს. ეს ყველაფერი  მაშინ დადგება დღის წესრიგში, თუ ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი რუსულ კანონს სამივე მოსმენით მიიღებს და ქვეყანაში უკანონობას დააკანონებს. პრემიერმინისტრის ადმინისტრაციაში უკვე შესულია წერილი, რომელსაც ხელს 14 გავლენიანი სენატორი აწერს. ამერიკელი კანონმდებლები ირაკლი კობახიძეს აფრთხილებენ,რომ ქვეყნის გარუსების მცდელობა შესაძლოა ოცნების წევრებს ინდივიდუალური სანქციების ფასად დაუჯდეთ. თუმცა თავად  ადრესატი, მთავრობის მეთაური წერილს ჯერ არ გამოხმაურებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი