"ხელებაწეულ ადამიანს მოკიდეს ხელი და დააკავეს. ეს იყო წინასწარ განზრახული ბრძანება" | ადვოკატმა პეტრიაშვილი მოინახულა

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპულ მარშზე დაკავებულ ბუკა პეტრიაშვილს პოლიცია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. 

ევროინტეგრაციის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი თბილისის მთავარ სამმართველოში ადვოკატმა მოინახულა. ლევან სამუშია ამბობს, რომ პეტრიაშვილი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს:

"ვნახე ბუკა პეტრიაშვილი. არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული. ხელებაწეულ, ზურგით მდგარ ადამიანს მოკიდეს ხელი და დააკავეს. ეს იყო წინასწარ განზრახული ბრძანება. ეს გარკვეული გზავნილია ყველასთვის, რომ სახელმწიფო მინისტრი, ის ადამიანი, რომელმაც ბევრ გააკეთა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, დაკავებულია. " თქვა სამუშიამ სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ. 

მისივე თქმით, პეტრიაშვილზე სამართალდამცავებს არ უძალადიათ. სასამართლო პროცესი კი, სავარაუდოდ, დღეს იქნება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი