"სახლში შემომივარდა ერთ-ერთი მოძალადე, იმის მაგივრად, რომ პოლიციაში იყოს" | ლადო აფხაზავას ექსპერტიზა ჩაუტარდა, შსს-ს თავდამსხმელები არ დაუკავებია

გამოქვეყნდა:

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ, ექსპერტიზა ჩაუტარდა. ის ბათუმის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იმყოფებოდა. მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს. თუმცა, პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია. ლანჩხუთის პოლიციაში ამ დროისთვის დაკითხვაზე მხოლოდ ერთ-ერთი თავდამსხმელი, კობა ფიფაიშვილი, იმყოფება.

აფხაზავა კი "მთავართან" ამბობს, რომ თავდამსხმელებმა და მათმა ოჯახის წევრებმა ძალადობის გაგრძელება დღესაც სცადეს. ისინი აფხაზავას სახლში მაშინ მივიდნენ, როდესაც ჟურნალისტებს ესაუბრებოდა.

"ამ დილით წამოვედით ექსპერტიზაზე. ვიყავით სამხარაულის ექსპერტიზაზე. შეამოწმეს რაღაც ხელზე, ყელზე და ყურის არეში დაზიანებები. სახლში შემომივარდა ერთ-ერთი მოძალადე და გაოცებული ვარ. იმის მაგივრად, რომ პოლიციაში იყოს და რაღაცნაირად ან გაფრთხილებული, სახლში მომივიდა. ეს ყველაფერი სწორედ ამიტომ იყო, რომ დავეშინებინეთ, დაშინება მომხდარიყო, ან სხვამ რომ აღარ გაბედოს ასეთი რაღაცები. მე ვფიქრობ, რომ ვინც ვაპროტესტებთ ამ რუსულ კანონს, არავის არაფრის არ გვეშინია," - ამბობს აფხაზავა.

შეგახსენებთ, რომ პედაგოგს თავს გუშინ, 5 მაისს დაესხნენ. რუსული კანონის გაპროტესტების გამო, მისი დაშინება, სავარაუდოდ, ხელისუფლებამ ლანჩხუთის სასწრაფო დახმარების მძღოლს, კობა ფიფაიშვილს, დაავალა.

"მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა თავდამსხმელის ოჯახშიც, სადაც მისი თანამოაზრეები არიან შეკრებილნი და ძალადობისკენ სხვებსაც ღიად მოუწოდებენ. "დღეში 5-ჯერაა გასალახი...ვინ ჩემი ფეხებია," - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

ავტორი: ზურა პეტროსიანი, ლადო მენაბდე

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი