"ჩემს სადარბაზოსთან გააჩერეს მანქანა, საბარგულიდან ხის ჯოხები ამოიღეს. 3 ადამიანი მოგვსდევდა... ჩემს ბიჭსაც დაარტყა ხელი" | ლადო აფხაზავა თავდასხმის დეტალებზე

გამოქვეყნდა:

"ჩემს სადარბაზოსთან გააჩერეს მანქანა, საბარგულიდან ხის ჯოხები ამოიღეს. 3 ადამიანი მოგვსდევდა... ჩემს ბიჭსაც დაარტყა ხელი", - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში Post Factum მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა საუბრობს, რომელსაც ლანჩხუთში, ცოტა ხნის წინ თავს დაესხნენ.

"საღამოს შვიდ საათზე მე და ჩემმა ბიჭმა გადავწყვიტეთ, სოფელში ჩემს დასათან წავსულიყავით. 
სადარბაზოდან რომ ჩამოვედით, ეზოში მანქანა შემოვიდა, სადარბაზოსთან გააჩერეს, გინებები დამიწყეს, შე ნაციონალო, პოლიტიკური კუთხით. არ მინდოდა პასუხი გამეცა მაგრამ საბარგულიდან ამოიღეს კომბალივით დიდი ხის ჯობხები. პირველი, რაც მოვახერხე, არასოდეს ადამიანისთვის ხელი არ დამირტყამს  და ცოტა ნასვამები იყვნენ, ხელი არ დამერტყა, და ეს დიდი ხე, კომბალი თუ რაღაც, ბეისბოლის ჯოხებივით, წავართვი და, ცუდი რაც ვქენი, ისევ საბარგულში ჩავუდე. წავედით, გზა გავაგრძელეთ, თუმცა ეს ბეისბოლის ჯოხები ამოიღეს... თუ მანამდე 2 დაგვესხა თავს, უკვე 3 ადამიანი მოგვსდევდა. ერთადეთი რაც მოვახერხე, ვიდეოს გადაღება", - ამბობს აფხაზავა.

მისივე თქმით, თავდამსხმელები ლანჩხუთელები არიან, მის უბანში მცხოვრები ადამიანები. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იყო თუ არა ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, აფხაზავა პასუხობს: "არ ვიცი, ვერ დავადასტურებ, მაგრამ საბარგულიდან გამზადებულად ამოიღეს ეს ხის ჯოხები. აწია საბარგული, გამოიღო ადამიანის საცემრად გამზადებული ჯოხი რომ აქვს. სხვანაირად ვერ ვფიქრობ ხო?" 

"ჩემთვის დაერტყათ, არანაირი პრობლემა არ იყო. მე მყავს სახლში ლევანი, რომელმაც მცირე საოჯახო სახლი რომ დატოვა, მან გადაწყვიტა, ჩემთან ცხოვრება. მედიკამენტებზეა, ემოციური ბავშვია, წამლებს ვასმევთ. ჩემ ბიჭსაც დაარტყა ხელი... ლევანი რომ წაიქცეოდა, იმაზეც ცუდად ვხდებოდი და ხელს რომ ურტყამდა..." - ამბობს აფხაზავა.

ლადო აფხაზავა ცოტა ხნის წინ პოლიციაში, გამოკითხვაზე იმყოფებოდა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი